ნიკა გვარამია: არცერთ ქართველს რუსულ სცენაზე ამის ნახევარი არ გაუკეთებია

„არც ერთ ქართველს რუსულ სცენაზე ამის ნახევარი არ გაუკეთებია“, – ასე ეხმაურება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პეტერბურგში ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტზე 9 აპრილის 27 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

გუშინ კი, პეტერბურგში, გამართულ კონცერტზე ჯგუფმა „მგზავრებმა“9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ჯგუფის სოლისტმა გიგი დედლამაზიშვილმა მსენელებს სცენიდან მიმართა და საქართველოში 9 აპრილის თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სწორედ ამ ქმედების გამო დაიმსახურა მუსიკალურმა ჯგუფმა ნიკა გვარამიასგან შექება და ერთი რჩევაც მისცა: „შემდეგ ჯერზე ოკუპაციაც ახსენეთ და მთლად გადასარევი იქნება“.

„კარგი ბიჭები ხართ და უდიდესი სიამოვნებით უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. შემდეგ ჯერზე ოკუპაციაც ახსენეთ და მთლად გადასარევი იქნება. მაღალო ღმერთებო, თქვენ შეეწიეთ საქართველოს ყველა პატრიოტს“,-წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ „მგზავრების“ მიერ პეტერბურგშ დაგეგმილ კონცერტს, რომელიც 9 აპრილს გაიმართა, ქართველი მსმენელის მხრიდან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა. ისინი ოკუპანტის ქვეყანაში ქართველი მუსიკოსების ჩასვლას აპროტესტებდნენ. ქართველ მსმენელს „მგზავრების“ არც გუშინდელი ქმედება გამოპარვიათ. მათი ქმედება ნაწილმა დადებითად ნაწილმა კი ნუარყოფითად შეაფასა.

კომენტარები

სხვა სიახლეები