ნიკა გვარამია “აბესალომ და ეთერის” დეკორაციას აკრიტიკებს

“აბესალომ და ეთერის” დადგმის გარშემო ხმაური არ წყდება. სოციალურ ქსელში განხილვის მიზეზი ამჯერად დეკორაცია გახდა რომელმაც საზოგადოებაში ორაზროვანი ასოციაციები გამოიწვია. დეკორაციის შესახებ კომენტარი სოციალურ ქსელში “რუსთავის 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც გააკეთა. “ნუ, ახლა ასეთი დეკორაციები თუა აბესალომ და ეთერში, მაშინ ხო, მაშინ კაი. რაღა მეთქმის – ყოფილა დიადი”, – წერს გვარამია. გვარამიას პოსტს თამარ ჩერგოლეიშვილი და ია ფარულავა ეხმაურებიან: “ეს არის სინამდვილეში პითონი, რომელმაც ხადური გადაყლაპა” – აღნიშნავს თამარ ჩერგოლეიშვილი. “ეს სუფლიორის ბუნაგია, ბიჭო”- წერს ია ფარულავა „ ხადური გადაყლაპულიც ეგაა?“ – უპასუხა ნიკა გვარამიამ. განახლებული ოპერის თეატრი 30 იანვარს 6-წლიანი პაუზის შემდეგ “აბესალომ და ეთერით” გაიხსნება. დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი – გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები თამარ ივერი, ლადო ათანელი და თემურ გუგუშვილი ასრულებენ.

1544561_556018461233151_7542711550262507731_n

კომენტარები

სხვა სიახლეები