ნიდერლანდებში უსახლკარო ქართველი დააკავეს, რომელსაც 12,5 მლნ ევრო უპოვეს

ნიდერლანდებში, ქალაქ ეინდჰოვენში 1-ელ მაისს პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელსაც 12,5 ევრო უპოვეს.

თანხა სპეცოპერაციის შედეგად ერთ-ერთი სახლის დამალულ სივრცეში იქნა ნაპოვნი.

​ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული ქართული წარმოშობის 35 წლის მამაკაცია, რომელიც ფულის წარმოშობის შესახებ საუბარზე უარს აცხადებს.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, მამაკაცს უძრავი ქონება არ გააჩნია.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ეს ერთ ადგილას ნაპოვნი ყველაზე დიდი თანხაა.

დაკავებულს ფულის გათეთრებაში ედება ბრალი.

ასევე, ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის ორი ერთეული და ფულის დათვლის აპარატი ამოიღეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები