ალბათ, დაგისვამთ საკუთარი თავისთვის შეკითხვა: ნეტა, რა ვიპოვე ამ ადამიანში, რომელიც გვერდით მყავს? დღეს გთავაზობთ, ამ შეკითხვას ასტროლოგების თვალით შეხედოთ და გაარკვიოთ, რით გვიზიდავენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები…
ვერძი
ვერძი ყოველთვის თავდაჯერებულია. სწორედ ეს არის ის ძირითადი თვისება, რითიც ის ადამიანებს იზიდავს. შესაძლოა, შინაგანად ყოყმანობს, მაგრამ ეს ეჭვი მას გარეგნულად არ ემჩნევა. ვერძს უყვარს ცვლილებები და თავგადასავლები. ის შესანიშნავი პარტნიორია ნებისმიერ სფეროში. მას ყოველთვის შესწევს უნარი, გამოგიყვანოს რუტინული მდგომარეობიდან და რაიმე უფრო საინტერესო შემოგთავაზოს.
კურო
კურო არასდროს აუვლის გვერდს კონფლიქტს და არასდროს დატოვებს უპასუხოდ მის წყენასა და დამცირებას. ამგვარ უსიამოვნო სიტუაციებში კურო ყოველთვის ითხოვს პატივისცემას, რომელსაც ის იმსახურებს. კუროები წარმოუდგენლად მგრძნობიარენი არიან. დიდი სითბოთი გამოირჩევიან იმ ადამიანების მიმართ, ვინც გულში ჰყავთ და, ამავდროულად, სხვებსაც შთააგონებენ საყვარელი ადამიანების დაცვაზე.
ტყუპები
ტყუპებს არასდროს ეშინიათ საკუთარი ექსცენტრიკულობის. სწორედ ამ თვისებით იზიდავს ეს ზოდიაქოს ნიშანი ადამიანებს. ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს და ამას საკუთარი ბუნების ძლიერ მხარედ მიიჩნევენ. როდესაც ტყუპები არასწორად იქცევიან, ამას აღიარებენ კიდეც. საბოლოოდ, ჩვენს წინაშე ფართოდ მოაზროვნე პიროვნებები არიან, რომლებსაც ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი, რადგან ერთი-ორჯერ ამით დაინტერესებულან.
კირჩხიბი
კირჩხიბი ადამიანებს შეუდარებელი მგრძნობიარე ბუნებით იზიდავს. ისე ძლიერ ვერავინ შეგიყვარებთ, როგორც კირჩხიბი. რომანტიკოსი კირჩხიბი შესანიშნავ ლიტერატურას და ასევე, ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. თუკი თქვენ გვერდით კირჩხიბია, მოემზადეთ იმისთვის, რომ ყოველ მოვლენას, უმნიშვნელოსაც კი, დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს.
ლომი
ლომი მიმზიდველია, როგორც კრეატიული შემსრულებელი. ყოველთვის ისტერიულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნებისმიერ კომპანიაში საუკეთესო მეგობრობით გამოირჩევა. ლომი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის ახერხებს სხვების გართობას და ყოველთვის საუკეთესო მოგონებებს ტოვებს. ლომმა არ იცის, რას ნიშნავს მოწყენილობა და ურთიერთობებს ყოველთვის სიცილით და მხიარულობით ავსებს.
ქალწული
თუკი ცხოვრებას ქალწულს დაუკავშირებთ, ის მას უკეთესობისკენ შეცვლის და ზოგადად, ქალწულის გვერდით ადამიანები თავს ყოველთვის კარგად გრძნობენ. ეს ის ძირითადი მახასიათებელია, რითიც ის ადამიანებს იზიდავს. ასევე, ქალწული არასდროს გადადებს ხვალისთვის იმ საქმეს, რომლის გაკეთება დღეს შეუძლია. ის კარგი მეგობარი და პარტნიორია.
სასწორი
სასწორს მოსმენის წარმოუდგენელი უნარი აქვს, რითიც ის ასე ძლიერ იზიდავს ადამიანებს. მას შეუძლია, ობიექტურად შეაფასოს ნებისმიერი სიტუაცია. ყოველთვის მზად არის, გადადგას პირველი ნაბიჯი მეგობრული ურთიერთობის გადასარჩენად ან კოლეგებთან სიტუაციის გამოსასწორებლად. სასწორი იდეალური პარტნიორია, როდესაც საჭიროა გეგმა ნებისმიერი სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
მორიელი
მორიელი გარშემომყოფებს შთამბეჭდაობით იზიდავს. ის ნებისმიერ დავალებას ხელოვნებად გარდაქმნის. თუკი მორიელი „გამოიჭირეთ“, მალევე მიხვდებით, რას ნიშნავს ყურადღების ცენტრში ყოფნა. მორიელს ყველაზე კარგად მიზანსწრაფვა ეხერხება. თუკი მან კარგად გააცნობიერა და დაგეგმა საკუთარი საქმე, დარწმუნებული იყავით, რომ ის გაიმარჯვებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს შეუძლია, გამოააშკარაოს თქვენი ცუდი მხარე ზედმეტი მსჯელობისა და საუბრების გარეშე. ამ საქციელით კი შეუძლებელია, არ მიიზიდოს სხვები. მეგობარ მშვილდოსანთან ერთად, შეგიძლიათ ყველაფერი დაივიწყოთ და მხოლოდ საკუთარი ინსტინქტებით იმოქმედოთ. მშვილდოსანი ზუსტად ის არის, ვინც არასდროს გეტყვით უარს კომპანიონობაზე.
თხის რქა
თხის რქას, ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით, ძალიან უყვარს ჭორაობა. ენამახვილი თხის რქა საუკეთესო მოსაუბრეა. მას უყვარს განსჯა. არ უყვარს პატიება და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. ხანდახან კი ადამიანებს სწორედ ეს თვისებები მოსწონთ.
მერწყული
მერწყულში ყველაზე მეტად მისი მაგიური პიროვნულობა გვიზიდავს. ურთიერთობის დასაწყისში, ახალი შთაბეჭდილების მოსახდენად, გულწრფელობით გამოირჩევა. ორიგინალური და საინტერესო მერწყული ყოველთვის ცდილობს, რაიმე სიახლე გააცნოს სხვებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სიახლე მათი ინტერესის სფეროში შევიდეს.
თევზები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული მეგობრობითა და ერთგულებით გამოირჩევიან. თევზებს შეუძლიათ, თავი ვარსკვლავად გაგრძნობინოთ. შეუძლებელია მათ გვერდით თავი საიმედოდ არ იგრძნოთ. მგრძნობიარე და მოსიყვარულე თევზები ზედმეტად ზრუნავენ ურთიერთობებზე, მაგრამ ცდილობენ, არასდროს გამოააშკარაონ თავიანთი მზრუნველობა.
წყარო: Funtime.ge