“ნეტავ, ნეტავ ახლა ამას არ ვწერდე, ხალხო… დაგვეხმარეთ, გევედრებით, გადაგვირჩინეთ მეკო”
ახალგაზრდა გოგონას, მეკო ჩიტიშვილს უმძიმესი დიაგნოზი – სარკომა დაუდგინეს.გოგონას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რომელიც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მისი მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
“მეკოს მთელს ისტორიას მოგიყვებით… დიაგნოზი არის სარკომა. ვინც იცის, ეს რა ვერაგი სიმსივნეა, მიხვდება, რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო… მეკოს ისედაც ცოტა სუსტი იმუნიტეტი აქვს, ერთხელაც გვითხრა – ფეხი მიელავს ხოლმე. ვიფიქრეთ, სიცივის ბრალი იყო, ძალიან მცივანაა, ხან შალით შეიხვია, ხან რა.
მეკოს დედასაც სიმსივნე აქვს, მკერდსა და საშვილოსნოზე. წელს ორი ოპერაცია გაიკეთა და მძიმე წელი ჰქონდათ. მეკო ექიმთან აღარ წავიდა, ბევრი ხარჯი მექნებაო, მერე 33 ნემსი გაიკეთა, ვიტამინები, რამაც სიმსივნე უფრო და უფრო გამოკვება. დიაგნოზი გუშინწინ გავიგეთ…
მეგობრებო, გადაგვირჩინეთ მეკო!
ოპერაცია თურქეთში, გერმანიაში ან ისრაელში უნდა გაკეთდეს. თურქეთში მინიმუმ 150 000 დოლარი ჯდება, რაც 300 000 ლარზე მეტია. მაგრამ შეიძლება, თურქეთმა უარი თქვას და გაცილებით მეტი იქნება საჭირო გერმანიისთვის.
ნეტავ, ნეტავ ახლა ამას არ ვწერდე, ხალხო… დაგვეხმარეთ, გევედრებით, გადაგვირჩინეთ მეკო…”, – წერენ ახალგაზრდა გოგონას მეგობრები.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ, ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი:
#GE83BG0000000161685609
მიმღები: სალომე თაბაგარი
“თიბისი ბანკი”
#GE93TB7551945061100035
მიმღები: თორნიკე მკალავიშვილი