ნემსი, რომელიც კიბოსგან კურნავს – ქართველი ექსტრასენსის სენსაციური განცხადება

მე შევქმენი „ონკონემსი“, რომელსაც დიდი წარმატებით იყენებენ ინგლისში, ამერიკაში, საფრანგეთსა და ისრაელში. ეს არის უნიკალური ნემსი, რომელიც ადამიანს კიბოსგან კურნავს!

ასეთ სენსაციურ განცხადებას აკეთებს, ექსტრასენსი და ნათელმხილველი , ჯუნა დავითაშვილი „ასავალ – დასავალთან“ ინტერვიუში. „მთავარია შევძლოთ ღვიძლის ბიოლოგიური ტემპერატურის გაზრდა. შესაბამისად ხურდება სისხლი, რომელიც წმენდს ორგანიზმს. ჩემი ნემსები ახდენენ სიმსივნის კერების აღმოჩენას და მათზე ლოკალურ ზემოქმედებას. ონკოუჯრედები ჩაიხარშება, ხდება ცილების დენატურაცია და ეს უჯრედები კარგავენ თავის ბოროტ თვისებებს, გავრცელების უნარს… თუ ამ მეთოდს პროფილაქტიკის მიზნით გამოვიყენებთ, ონკოდაავადებების რისკი მინიმუმამდე შემცირდება და შესაბამისად იმატებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამიტომ ჩემს ნემსებს „სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ნემსებად“ მოიხსენიებენ“- აცხადებს დავითაშვილი.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს ნემსები ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ გამოვიყენოთ სულაც არ არის საჭირო ტრეპანაცია, საჭიროა მხოლოდ სიმსივნის ადგილმდებაროების ცოდნა. „ნემსი შეჰყავთ ლოკალიზაციის ადგილზე და ის სიმსივნეს „ხარშავს“! შედეგები მართლაც თვალსაჩინოა. ტვინის სიმსივნეთა მკურნალობის გარდა, ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება უროლოგიაშიც , ასევე, პროსტატის სიმსივნეების მკურნალობისას. სიმსივნის სხვადასხვა სტადიაში მყოფი პაციენტები ერთამენთის მიყოლებით იკურნებიან, იყო შემთხვევა , როცა მეოთხე სტადიაში მყოფი ქლაბატონი გაჭრეს, , დაინახეს რომ მეტასტაზები ყველგან იყო მოდებული და ჭრილობა ხელუხლებლად დახურეს. თუმცა მე დავიწყე მისი მკურნალობა და წარმატებით დავასრულე!“- აცხადებს ექსტრასენსი.

კომენტარები

სხვა სიახლეები