ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, მოდელ ნეკა დოროყაშვილის ძმა პოლიციაში დაიბარეს.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, თორნიკე დოროყაშვილის გამოკითხვა განყოფილებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
პოლიციას ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარემ მიმართა. საქმე ეხება ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის მცირეწლოვანი შვილი ჩანს. ბასილაშვილის მხარემ მიიჩნია, რომ ვიდეო ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.
წყარო: “რუსთავი2”