ნაჯახი… ნივთი, რომელიც ძველი სიყვარულისგან შემორჩა (ფოტოკოლაჟი)

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში უნიკალური მუზეუმია, რომელსაც სხვა დანარჩენებისგან ის გამოარჩევს, რომ აქ მთელი მსოფლიოს ადამიანებს მოაქვთ ის ნივთები, რომელიც წარსულს ჩაბარებული სიყვარულისგან შემოინახეს.
ყველა ექსპონატთან ორ ენაზე, ხორვატიულად და ინგლისურადაა მოთხრობილი ამა თუ იმ ნივთის ისტორია. მუზეუმში თვალს მოჰკრავთ ნაჯახსაც. როდესაც შეყვარებული წყვილი ერთმანეთს დაშორდა, სანამ ქალი ავეჯის გატანას მოასწრებდა, მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ავეჯი ნაწილებად დაჩეხა იმ ნაჯახით, რომელიც ახლა მუზეუმშია განთავსებული.

„3 დღის განმავლობაში მძევლად ვყავდით. მოულოდნელი გათავისუფლების შემდეგ მათ მანქანას თავი ვეღარ მოვკარი. ვერ მოვასწარი მისთვის წერილი მიმეცა, მან კი აუდიოკასეტების გადმოცემა ვერ შეძლო. მას შემდეგ აღარ მინახავს. იმედი მაქვს, ჩემი Nirvana მას აუცილებლად მოეწონება“, – ნაწყვეტი სასიყვარულო წერილიდან, რომელიც 13 წლის ბიჭმა 3 დღის გაცნობილ შეყვარებულს მისწერა. ერთმანეთი 1992 წლის მაისში გაიცნეს, როდესაც მათი ოჯახები დაბომბილი სარაევოდან გადაჰყავდათ.

ყველა ადამიანს უყვარდება, გულიც შესაძლოა, გაგიტეხონ და გსურს, რომ შენი ისტორია სხვამაც გაიგოს. მაგრამ სიტყვებზე უკეთ ხანდახან ნივთები ლაპარაკობს. ამის კარგი მაგალითი ზაგრების „გატეხილი გულების მუზეუმია“.
სადღაც ყურსაც კი მოკრავდით, რომ ვინც „ტიტანიკიდან“ გადარჩა, ფლოტს კვლავ დაუბრუნდა. ასე, რომ ცხოვრება გრძელდება. ნივთები კი წარსულის ყველაზე კარგი შემნახველები არიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები