“ნახე, ელჭიპიტის დამცველი მღვდელი” – რა სურათი გავრცელდა სოცქსელში და რას წერს ფოტოს ავტორი

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქეთი კა­ლა­ძე (Majlajuna Lu) “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ავ­რცე­ლებს ფო­ტოს, სადაც ის და მამა თო­მა არიან (ყა­ლამ­ბე­გაშ­ვი­ლი) აღბეჭდილნი.
ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავად ქეთი ფოტოს აღწერაში ჰყვება, თუ როგორი სასიამოვნო მოსაუბრეა მამა თომა და რა რეაქცია მოჰყვა მათ ერთად დანახვას აქციის მონაწილეებისგან.
“მართალი და სუფთა ადამიანი … უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვიხარხარეთ, მისმინა, ვუსმინე …
ცოტა დაბნეულები კი გვიყურებდნენ გამვლელ-გამომვლელები, ასეთ ფრაზასაც მოვკარით ყური : “იიი, ნახე, ელჭიპიტის დამცველი მღვდელიო “, ამაზეც ბევრი მაცინა…
ჰოდა მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია მაჯლაჯუნას გვერდზე შემოსკუპება და იმის მოხერხება, რომ მე ოქროყანაში ავალ ხოლმე ეკლესიაში , თუნდაც მარტო ამ კაცის ბევრჯერ სანახავად …
სიყვარულით სავსე …
p.s იასამნის ლიქიორი მოვიგონეო და რომ ამოხვალთ გამისინჯეთო”, – წერს ქეთი კალაძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები