„ნაციონალურმა პარტიამ” რეპერ “ემინემთან” სასამართლო დავა წააგო

414 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა ახალი ზელანდიის „ნაციონალურ პარტიას“ რეპერ ემინემის ლეიბლის საავტორო უფლებების დარღვევის გამო.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ახალი ზელანდიის სასამართლომ, რომელიც პარტიასა და ემინემის კომპანიას შორის დავას განიხილავდა.
სასამართლო დავა შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურმა პარტიამ 2014 წელს საარჩევნო აგიტაციის დროს გამოიყენა მელოდია, რომელიც ძალიან ჰგავდა ემინემის კომპოზიციას „Lose Yourself“. სასამართლომ დაასკვნა, რომ საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტი ნამდვილად დაფიქსირდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები