ნაყინი ,,ტირამისუ“

 

ინგრედიენტები:
მასკარპონე 500 გრ,
ნაღები – 300 მლ,
შაქარი – 150გრ,
ორცხობილა ,
,ქალის თითები“ – 10 ცალი,
ყავა – 250 მლ,
კაკაო – გასაფორმებლად.

მომზადების წესი: ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ. შემდეგ მასკარპონე დავუმატოთ და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა ფორმაში გადავიტანოთ. ორცხობილა ყავაში დავალბოთ, ნაღების მასაზე დავალაგოთ და მაცივარში 8 -10 სათით შევდგათ. ბოლოს მიღებული ნაყინი თეფშზე გადავიტანოთ და კაკაო მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები