ნატალი პორტმანი და მარკ ცუკერბერგი ჰარვარდში ერთად სწავლობდნენ – რას ჰყვება მსახიობი მარკზე და სოციალური ქსელების ქაოსზე
ჰოლივუდის რამდენი ვარსკვლავი გეგულებათ „ჰარვარდის” უნივერსიტეტის დიპლომით? ასეთი მხოლოდ ერთი, ნატალი პორტმანი არსებობს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნატალი და მარკ ზაკერბერგი ჰარვარდში ერთდროულად სწავლობდნენ და სწორედ ეს პერიოდი გაიხსენა მსახიობმა ერთ-ერთი ინტერვიუში. „ლეონის” ვარსკვლავი საჯარო ცხოვრებას ერიდება და დღემდე არც ერთ სოციალურ ქსელში არ არის გაწევრიანებული.
„Facebook-ის შექმნის პერიოდში, მეც ჰარვარდში ვიყავი. არც მაშინ დავრეგისტრირებულვარ, და არც ახლა ვაპირებ”.
განაცხადა ნატალიმ ინტერვიუში
„იმ პლატფორმებს, რომლებიც ამდენ ადამიანს აერთიანებენ, მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქოდეთ. ერთი შეხედვით, ინფორმაციის გავრცელების წყაროები არიან, სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც ზიარდება, ხალხს მართალი ჰგონია”, – აგრძელებს ნატალი სოციალური ქსელების კრიტიკას.
„როდესაც მე უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი, მაშინ მარკი ახალწვეული იყო. სტუდენტობა Facebook-ის, Instagram-ის, კამერებისა და სმარტფონების გარეშე გავატარე. მადლობა მარკ, იმისთვის რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყავი. ერთი წლით ავცდი სოციალური ქსელების ქაოსს. შესაბამისად, თინეიჯერობა ისე გავატერე, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი და შეცდომა ინტერნეტსივრცეში სამუდამოდ არ არის შემონახული”.
წყარო:https://regarder.ge