დედამიწას ასტეროიდი 162082 უახლოვდება, რომლის დიამეტრი 400 მეტრიდან 1 კილომეტრამდეა.
ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ში ავრცელებენ.
კოსმოსური ობიექტი ჩვენს პლანეტას მინიმალური სიახლოვით 25 ოქტომბერს მიუახლოვდება, თუმცა დედამიწისთვის ის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ასტეროიდი „აპოლონის“ ჯგუფს მიეკუთვნება, ის 1998 წლის 18 აპრილს აღმოაჩინეს. „აპოლონის“ ჯგუფში სულ 5 ათასზე მეტი ასტეროიდია.
სხვა სიახლეები