„ნასას“ მეცნიერებმა 7 ახალი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა 7 პოტენციურად დასახლებული პლანეტა, ე.წ. ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს.
პლანეტები დაახლოებით დედამიწის ზომისაა. მათი აღმოჩენა „სპიცერის“ ტელესკოპით მოხერხდა. პლანეტები ვარსკვლავის გარშემო TRAPPIST-1-ის სისტემაში მოძრაობენ.
სამი მათგანი ისეთ ზონაშია, რომ იქ წყლის და სიცოცხლის არსებობაა შესაძლებელი. 2016 წელს მეცნიერებმა სამი პლანეტა აღმოაჩინეს, თუმცა შემდეგ, უფრო ძლიერი ტელესკოპების მეშვეობით, კიდევ 4 პლანეტის აღმოჩენა გახდა შესაძლებელი. ამჟამად ეკზოპლანატებს ერთდროულად სამი ტელესკოპი სწავლობს.
ესენია “სპიცერი”, “ჰაბლი” და “კეპლერია”. 2018 წელს ახალი ტელესკოპის – “ჯეიმს უების” ამოქმედებაა დაგეგმილი, რომელიც უფრო ძლიერია და მისი მეშვეობით, ამ ტელესკოპების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლევები გაგრძელდება.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=QSFcQFoHXiU[/youtube]