ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ლევან ჯიბღაშვილმა დანაშაული მოინანია და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ლევან ჯიბღაშვილს, რომელიც სამართალდამცავებმა 21 აპრილს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ჯიბღაშვილს ჩხრეკისას 0,5 გრალი კოკაინი და 2 აბი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი აღმოაჩნდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 5-დან 8 წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული.

რაც შეეხება საპროცესო გარიგებას – ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა ბრალი აღიარა და თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მისივე თქმით, ჯიბღაშვილმა ჩადენილი დანაშაული მოინანია, შედეგად, პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით განესაზღვრა და დაეკისრა ჯარიმა, რომლის რაოდენობაც, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები