ნაპირზე ამოსული თეთრი ზვიგენი მაშველებმა გადაარჩინეს (ვიდეო)

ამერიკის სანაპიროზე ოკეანემ ნაპირზე დიდი თეთრი ზვიგენი გამორიყა. შემთხვეას მასაჩუსეტში ფოტო-რეპორტიორი შტეფან ვერქი შეესწრო, რომელიც მომხდარს აღწერს:
“კვირას ოჯახთან ერთად ოკეანის სანაპიროზე ვისვენებდი. პლაჟზე სეირნობისას, უცებ ატყდა განგაში და დავინახეთ რომ წყლის ზედაპირიდან მოშორებით მიწაზე, გრანდიოზული თეთრი ზვიგენი ფართხალებდა. განწირული გიგანტური თევზი წყალში უკან დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ეს უკვე მის ძალებს აღემატებოდა”, – აცხადებს თვითმხილველი ფოტოგრაფი.
თეთრი ზვიგენის გადასარჩენად მაშველებმა და რიგითმა ადამიანებმა სანაპიროზე თხრილი გათხარეს, რათა ის უკან, ოკეანეში დაებრუნებინათ. მცდელობა წარმატებით დასრულდა და ზვიგენი წყალში გაუშვეს, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც The Boston Globe იტყობინება, ის მაინც მოკვდა. მიზეზი სავარაუდოდ, წყლის უკმარისობა, ან ჰაერის მაღალი ტემპერატურა გახდა გახდა. სანაპიროზე სიცხე 40 გრადუსს აჭარბებს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=7Bpl0fpCBE8&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები