ნაომი ქემბელის 64 წლის დედა – მოდელის წიგნის პრეზენტაციის მთავარი სტუმარი

ნაომი ქემბელი ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციაზე 64 წლის დედასთან ერთად მივიდა და ის წვეულების მთავარ სტუმრად გამოაცხადა. პრეზენტაცია ალბომის – The Art of Beauty ლონდონში გაიმართა. წიგნი ტოპ-მოდელის საუკეთესო ფოტოებითაა ილუსტრირებული. ნაომის დედას, ვალერი მორისს კი წიგნის რამდენიმე ფურცელი ეძღვნება. მოდელი წერს, რომ მთელი ბავშვობა ბებიასთან გაატარა, რადგან დედა ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ.
„ძალიან მიხაროდა, როცა ჩამოდიოდა და ძალიან მოწყენილი ვიყავი, როდესაც ის კვლავ ჩემოდნებს ალაგებდა. ვალერი ყოველთვის სინატიფით გამოირჩეოდა და კარგად იცმევდა. უკვე 13 წლის ასაკში პოდიუმზე სწორად სიარულს მასწავლიდა“, – წერს ნაომი.
აღსანიშნავია, რომ წიგნის პრეზენტაციაზე, ნაომის დედა ისეთივე ვარსკვლავი იყო, როგორც მისი შვილი. 64 წლის ყოფილი მოცეკვავე ყურადღებას აქტიურად იქცევს. წინა წელს ვალერიმ სოციალურ ქსელში საკუთარი ბლოგიც შექმნა, სადაც შვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ დაწერა: „როგორი საოცარი საღამოა ჩემი ლამაზმანი შვილის კომპანიაში“.

13059827_1171267019580201_888579109_n

კომენტარები

სხვა სიახლეები