ნანუკა ჟორჟოლიანი – პატიმრებზე: ვირთხებივით ფართხალებენ საკნებში

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით იმყოფება.
ჟორჟოლიანმა გლდანის ციხეში მოთავსებულ პატიმრებს ვირთხები უწოდა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის პატიმრები, რომლებიც მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მისამართით საკნებიდან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყვირიან, უმცირესობაში არიან.

“მე დღეს აქ მარტო არ ვდგავარ და ესენი არიან უმცირესობაში, ამიტომაც ფართხალებენ ვირთხებივით იმ საკნებში. ნამდვილად არ მეგონა დღეს იქიდან თუ კიდე გინებას გავიგონებდი”, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები