ნანობენ თუ არა ქალები შემთხვევით სექსუალურ კავშირებს – ჟურნალმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

ჟურნალმა Women’s Health მანდილოსნები გამოკითხა. კვლევების თანახმად სუსტი სქესის წარმომადგენლების 45% შემთხვევით სექსს ნანობს. ანკეტა რომელსაც მანდილოსნები ავსებდნენ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მათ სურვილის შემთხვევაში რედაქციისთვის საკუთარი ისტორიებიც გაეზიარებინათ.
ერთ-ერთი გოგონა საკუთარ თავგადასავალს შემდეგნაირად იხსენებს. „ერთხელ ახალი გაცნობილი მამაკაცი ჩემთან სახლში მივიპატიჟე. სექსის დაწყებიდან მალევე ის სასწრაფოდ გაიქცა ტუალეტში. იქ რამდენიმე წუთი დაჰყო, შემდეგ დაბრუნდა და განმიცხადა რომ თავს ცუდად გრძნობს და სახლში წავიდა“.
მეორე მანდილოსანის განცხადებით კი ის მამაკაცთან სექსით მასთან მეორე შეხვედრისას დაკავდა. სექსუალური აქტის დროს კი ქალი მას სიყვარულში გამოუტყდა. მამაკაცი ქალის ნათქვამმა იმდენად დააბნია რომ სახლიდან დაუყონებლივ გაუჩინარდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები