ნანი ბრეგვაძემ რუს ჟურნალისტებთან საქართველო დააკნინა – „დამლაგებელს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე მე პენსია“

ქართველი მომღერალი ნანი ბრეგაძე 28 მარტს „კროკუსში“ კონცერტს გამართავს. კონცერტამდე რუსმა ჟურნალისტებმა მომღერალს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ კითხვები დაუსვეს.
ნანი ბრეგვაძის თქმით, ის დიდ დროს უთმობს რუსეთში კონცერტებს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში პენსია იმდენად ცოტა აქვს, რომ მისი სადარბაზოს დამლაგებელსაც კი, მეტი ანაზღაურება აქვს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მომღერალი რუსეთში საარსებოდ წავიდა, ის რუსეთის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში დადის და თავის გადასარჩენად კონცერტებს მართავს.
„ამ ფულით მე ვიყიდე მოსკოვში ერთოთახიანი ბინა, სადაც სტუდენტ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ“,- აღნიშნა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები