დიდოსტატი ნანა იოსელიანის განცხადებით, პანდემიის დასრულება რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციით არის შესაძლებელი. ტიტულოვანი მოჭადრაკე მიიჩნევს, რომ აცრით არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ვზრუნავთ.
“ერთადერთი გამოსავალი ახლა ვაქცინაციაა. მე პირადად, იმიტომ ავიცერი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, თავიდან რომ შემოიტანეს ვაქცინები ჯერ კიდევ მაშინ, რომ დამეცვა ჩემი ახობლები და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები. მართლაც ერთმანეთისთვის უნდა ავიცრათ, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ერთმანეთის გადასარჩენად, უნდა ვიზრუნოთ სხვების ჯანმრთელობაზეც.
ნამდვილად ვიზიარებ იმ აზრს, რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით მალე დავასრულებთ პანდემიას”, – განაცხადა ნანა იოსელიანმა.
Prev Post
სხვა სიახლეები