ნამდვილი ქალის 15 პრინციპი

1. იცის თუ როგორ მიიღოს კომპლიმენტი
„კარგად გამოვიყურები? – საყვარელო, ნუ მალავ ჩემს ყველა ღირსებას, მე გამოვიყურები არაჩვეულებრივად!“

2. არ აინტერესებს სხვისი აზრი საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით.
თმის ფერის შეცვლისას არ მიმართავს გარშემო მყოფებს კითხვებით: „მიხდება“ „შევიჭრა“, „შევიღებო“? არამედ – „ ნახეთ, როგორ მიხდება, რა მაგრად გამოვიყურები!“

3. შეუძლია ღიმილი
ისე იღიმის, რომ თითოეულს ჰგონია, ეს ღიმილი მას ეკუთვნის. ზოგჯერ შესაძლოა იყოს ჩაფიქრებული და მოწყენილი, მაგრამ უბედური – არასდროს!

4. არასდროს აკეთებს ეკონომიას საკუთარ თავზე
მას შეუძლია არ დაინანოს ფული ტაქსით მგზავრობაში, არ დაზოგოს ფული კარგ კოსმეტიკაზე, თავის მოვლაზე – ეს ხომ საკუთარი თავისადმი პატივისცემისა და სიყვარულის დამამტკიცებელია. მას კი, ვისაც საკუთარი თავი უყვარს, აუცილებლად შეიყვარებს სხვაც!

5. ნამდვილმა ქალმა იცის, როგორ უპასუხოს ნებისმიერ შენიშვნას საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით.

6. არ ეშინია, იყოს სასაცილო
იგი დარწმუნებულია საკუთარ თავში და ვერანაირი შემთხვევა მას ვერ ჩააყენებს არამომგებიან სიტუაციაში.

7. არასოდეს არაფერს ნანობს
ის ცდილობს, ნებისმიერი უსიამოვნებიდან რაღაც სასარგებლო დაინახოს. ადვილად „ემშვიდობება“ უსარგებლო ნივთებსა თუ მოგონებებს.

8. არ შურს სხვისი
შური ხომ კონკურენციისადმი შიშის დამადასტურებელია!

9. არ იმკვიდრებს თავს სხვების ხარჯზე…
მას არ სჭირდება დამატებითი საშუალებები იმისთვის, რომ მიიქციოს ყურადღება საკუთარი პერსონის მიმართ.

10. ნებისმიერ სიტუაციაში ბუნებრივად იქცევა
რა საჭიროა ვინმეს მიბაძვა, თუ იგი თვით სრულყოფილებაა!!!

11. არ ასახელებს დეტალებს!
მისმა კოლეგებმა არ იციან, რა დროს ატარებს იგი სილამაზის სალონში, არასოდეს ეტყვის სხვებს იმის თაობაზე, რომ ატარებს ლინზებს. „ლამაზი ფეხები? – ჰო, მემკვიდრეობით მერგო!“ „კბილები? – ჩემი სტომატოლოგიც გაკვირვებულია!“

12. ნამდვილი ქალი არ ყვება იმაზე, თუ რა მსხვერპლის გაღება უწევს ხანდახან
გვიანობამდე შერჩი სამსახურში? რა აზრი აქვს წუწუნს, მაინც არავინ მოგისმენს!!!

13. არ ეტყობა მოუსვენრობა
ღირსეულად უჭირავს თავი იმისდა მიუხედავად, თუ სად იმყოფება: ელიტურ რესტორანში თუ გადავსებულ სუპერმარკეტში.

14. აფასებს თითოეულ თაყვანისმცემელს
ყველაზე მარტივი რეცეპტი იმისა, თუ როგორ დაიმსახუროთ მამაკაცის ინტერესი, ჩამოაყალიბა ფიცჯერალდმა თავის მოთხრობაში “ვერონიკას თმები“: თუ გინდა, რომ შენს გარშემო უამრავი თაყვანისმცემელი ირეოდეს, ყურადღება მიაქციე ისეთი ადამიანის ფლირტსაც, რომელიც სულაც არ არის შენთვის საინტერესო. საჭირო და სიმპათიური აუცილებლად დაინტერესდება:“ ვინ არის ეს ქალბატონი, რომელიც გარშემორტყმულია ამდენი თაყვანისმცემლით?“
სულაც არ არის აუცილებელი გაანდო მას შენი დამოკიდებულება თითოეული თაყვანისმცემლის მიმართ.

15. არ ეძებს ყველაფერში ორაზროვნებას
ის უბრალოდ ტკბება სიცოცხლით და თავისი შეუდარებლობით.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები