ნამდვილიმა პაპიტომ „ნიჭიერის“ მეგრელი პაპიტო სცენაზე აიყვანა – „სიამოვნებით ვიმღერებ ამ შოუში მეც“

„პაპიტოს“ ავტორი და შემსრულებელი  seeya გუშინ დილით თბილსს ესტუმრა. vip republic-ის და მისი პრეზიდენტის, სოსო სვიანაძის ორგანიზებით, რუმინელი მომღერალი საქართველოში სერბ დიჯეისთან (gramophonedzie) ერთად ჩამოვიდა და სასტუმრო „დოლაბაურში“ დაბინავდა. გვიან ღამით კლუბში „ტრიუმფი“ სტუმრებმა ქართველ მაყურებელს შოუ პროგრამა აჩვენეს. მაღალფეხება, ნახევრადშიშველი გოგონები სცენაზე, „გასული“ მაყურებელი და აცეკვებული დარბაზი „პრაიმტაიმის“ ფოტოობიექტივში მოხვდა. სცენასთან ახლოს იდგა „ნიჭიერის“ კონკურსანტი, მეგრული პაპიტოს გამომგონებელი და შემსრულებელი, ემილი გოგუა. სეიამ ემილი სცენაზე აიყვანა და ცნობილი ჰიტი მასთან ერთად იმღერა. კონცერტის ბოლოს ჩვენ seeya „ნიჭიერის“ კონკურსანტზე ვკითხეთ.
seeya:
– ეს გოგონა ინტერნეტში მოვისმინე. ვერ მივხვდი რა ენაზე მღეროდა, ცოტა გაოცებული ვიყავი. მერე გავარკვიე რომ ქართული პროექტის „ნიჭიერის“ კონკურსანტი იყო. მოვიხიბლე, პოზიტიური გოგონაა. კარგად მოძრაობს სცენაზე და კარგადაც მღერის.

– სცენაზე რატომ აიყვანეთ, იცანით?

– რა თქმა უნდა, ზუსტად ის ვარცხნილობა ჰქონდა, რაც შოუში. სიამოვნებით გამოვიდოდი მეც თქვენს შოუში.

წყარო:http://nichieri.primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები