“ნამდვილად არ ვიცოდი, რა მელოდა საქართველოში ჩამოსვლისას” – ვისთან ერთად იცეკვებს ჯასპერ ბლექი “ცეკვავენ ვარსკვლავებში”

“ცეკვავენ ვარსკვლავები” 2017 იწყება. მეგა შოუს მე-7 სეზონში საქართველოს მეექვსე მილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექიც მიიღებს მოაწილეობას, მისი პარტნიორი კი მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე იქნება.
როგორც ჯასპერი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ უცხო გარემოშია, საქართველოში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
“20 წლის ასაკში ნაკლებად სოციალური ვიყავი. მაშინ ერთი გოგო მომწონდა, მასაც მოვწონდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი, რომ მივსულიყავი და ეს ყველაფერი მეთქვა, პირველი ნაბიჯი გადამედგა, ამიტომაც მისგან უარი მივიღე. ამ მომენტმა დამაფიქრა, მივხვდი, რომ ჩემი პასიურობით შანსი გავუშვი, უნდა მეცადა ახალი რამ, უნდა გამოვსულიყავი ჩემი კომფორტის ზონიდან და უფრო სოციალური გავმხდარიყავი. ეს იყო პირველი ბიძგი ჩემთვის. გამოვედი სახლიდან, დავიწყე ადამიანებთან შეხვედრა, მათთან თავისუფლად საუბარი. დავიწყე ახალი რაღაცების ძიება, ფოტოების გადაღება, ვიდეოების ჩაწერა, მუსიკის წერა, გავიცანი ბევრი ადამიანი და ვგრძნობდი ამ პროცესით როგორ ვვითარდებოდი. 20 წლის ჯესპერი ალბათ საზღვრებს არ გასცდებოდა არასოდეს, მაგრამ დღეს როდესაც თანხა მივარდება ხელში, პირველ რიგში საზღვარგარეთ მივფრინავ ხოლმე. 10 წლის წინანდელმა ერთმა მომენტმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ალბათ ამ ცვლილების და ჩემი ბედის დამსახურებაცაა, რომ დღეს მე ვარ საქართველოში სრულიად უცხო გარემოში და თავს ვგრძნობ ბედნიერად”, – აცხადებს ბლექი.

კომენტარები

სხვა სიახლეები