ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 3 თებერვლის პროგნოზზე „ფორტუნასთან“ საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:
„გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის 4 მარტამდე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა სწორედ ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ ემოციურობას, სენსიტიურობას და სენტიმენტალურობას, გულჩვილობას და რომანტიულობას, ინტუიციას და იუმორის გრძნობას, ფანტაზიას და ილუზიებს, აკვიატებულ აზრებს და წარსულის მოგონებებს გააძლიერებს ადამიანებში.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსუტებულ ყელს, ფილტვებს და ხელის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ტოპაზი, აქვამარინი და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს“, – აცხადებს ასტროლოგი.