„ნაკლებად გაამართლებს ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება“ – 16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან – „ფორტუნასთან“ საუბრისას ასტროლოგმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე სამომავლო გეგმების დასასახად საუკეთესო არ არის. 16 დეკემბერი ახალი სამსახურის მოსაძებნად სასიკეთო დღეა:

„მოერიდეთ სარისკო, ავანტურულ მოქმედებებს და სამომავლოდ გეგმების დასახვას. არ ღირს პრეტენზიების გამოთქმა, რადგან თავისუფლად შეიძლება წვრილმანი კამათი ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი სამსახურის მოსაძიებლად და მაღალი თანამდებობის დასაკავებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ძვირფასი ნივთების და ლატარიის ბილეთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს, მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ბეჟი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ლომისთვის, სასწორისა და მერწყულისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ კუროს, კირჩხიბს და მორიელის“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები