ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ფანჯიკიძე სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებზე” ამახვილებს ყურადღებას.
“პოლიტიკური გადაცემები იქით იყოს და ჩემი ცოლის დაქალების ამბავი როგორ იქნება?
მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიალს სიცილისთვის, უფრო მეტად მისი კომედიური მხარის გამო ვუყურებ, ზოგადად კომედიური ჟანრი მიყვარს, სერიოზული სენტიმენტიც მაქვს, – სულ, სულ დასაწყისში, როცა ეს სერიალი გამოვიდა, რამდენიმე წელი არცერთი სერია არ მქონდა ნანახი. ძნელად ვერთვები ხოლმე სერიალებში, ცხოვრებაში ალბათ სულ სამი-ოთხი მინახავს. დედა უკვე სახლიდან ძნელად გადიოდა და ამიტომ ტვ-სთან მეტ დროს ატარებდა. დედა უყურებდა. მერე ისე დასუსტდა, ტვ-სთანაც გვიანამდე ყოფნას ვერ უძლებდა. ახლა მე ვუყურებ და განცდა მაქვს, რომ დედაჩემის სიცოცხლესთან მაკავშირებს კიდევ ერთი რაღაც ცოცხალი, დენადი, რაც როცა ის აქ იყო, მაშინ დაიწყო და არ დამთავრებულა.
თქვენი არ ვიცი და მე რომ ეგონა და კიდევ ზოგიერთები არ ვნახო კვირის ბოლოს, ხასიათი გამიფუჭდება”,- წერს ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში.