ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაუმართლა – მათი თანამშრომელი ანჯელინა ჯოლია (ფოტოკოლაჟი)

 

ულამაზესმა ქალმა პოდიუმზე უარი განაცხადა – სამოდელო კარიერას მან ოფისში მუშაობა ამჯობინა. სინამდვილეში ის არც ჰოლივუდის მსახიობია და არც ბრედ პიტის მეუღლე. საუბარია 24 წლის გოგონაზე, შოტლანდიელ სტუდენტ ჩელსი მერიზე. მისმა მსგავსებამ პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალთან ანჯელინა ჯოლისთან, ინტერნეტი შტურმით აიღო. მოდელად გახდომის შანსზე უარის თქმას, მისი მეგობრები გოგონას სიმორცხვით ხსნიან. 24 წლის სტუდენტს ქუჩაში, თუ ნებისმიერ დაწესებულებაში გამოჩენისთანავე, ყველა ანჯელინა ჯოლიდ აღიქვამს. თუმცა, ამის მიუხედავად, გოგონა გლამური ცხოვრების წესით არ დაინტერესდა, შოუბიზნესსა და სამოდელო ბიზნესში ბევრი შეთავაზების მიუხედავად, მან მენეჯერად მუშაობა არჩია. ბრიტანული ბულვარული გამოცემები წერენ, რომ გოგონას უზადო მსგავსებამ პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალთან, ინტერნეტში გადატრიალება მოახდინა. ინსტაგრამზე მას 56.000 მიმდევარი ჰყავს, გამოქვეყნებულ მის ფოტოებს კი ათასობით მოწონება (LIKE) და კომენტარი აქვს.
ჩელსი მერის მეგობრების თქმით, მას ამ ყველაფერზე მორიდებული რეაქცია აქვს და თავს ჩვეულებრივ გოგონად აღიქვამს. ამჟამად ის ნავთობისა და გაზის დაქირავების კომპანია Aberdeen-ში ოპერაციების მენეჯერად მუშაობს.
“დიდი მადლობა მათ, ვინც დრო დამითმო და ჩემს მიმართ ბევრი კეთილი სიტყვა გაიმეტა. ისინი ყველა სინამდვილეში ძალიან კეთილები არიან. ძალიან მოხარული ვარ, რომ რაღაცით მამსგავსებენ ისეთ ულამაზეს და საოცარ ქალს, როგორიც ანჯელინა ჯოლია“,- დაწერა სოციალურ ქსელში ჩელსი მერიამ.
როდესაც მას სამოდელო ბიზნესიდან დაუკავშირდნენ და მათთან თანმშრომლობა შესთავაზეს, მან უპასუხა: „მერწმუნეთ, თქვენ არ გსურვართ მე როგორც მოდელი, თქვენ გსურთ პოპულარული შოუები ჩემი მონაწილეობით. თუმცა, მე ამისთვის საკმაოდ პატარა და გამოუცდელი ვარ და აქედან გამომდინარე, შესაძლოა პოდიუმზე თქვენს კაბებს პოპულარობის ნაცვლად, ანტირეკლამა მოვუტანო“.
24 წლის ჩელსი მერი აღიარებს, რომ მას ტუჩი ოდნავ გადიდებული აქვს, გატეხვის შემდეგ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და გადიდებულია აქვს მკერდი, – წერს ბრიტანული გამოცემა DAILY MAIL.

კომენტარები

სხვა სიახლეები