თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურა გურიელიძე გადაცემაში “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საუბრობს, რომ ნადირობის აკრძალვა კარგ შედეგებს არ გამოიღებს.
მისივე თქმით, აკრძალვის შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ბნელ მხარეს გადავა და ე.წ. შავი ხვრელები გაჩნდება.
“მე არ მიყვარს ნადირობა, არასდროს არ მინადირია, მაგრამ ეს რეალურად არსებობს და დიდი ხნის მანძილზე იქნება. ჯერჯერობით არ ჩანს ამ ყველაფრის მიმართ მასიურად უარყოფითი დამოკიდებულება. არის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიდგომა. არსებობს ათასობით ადამიანი, რომელიც ნადირობს და ამის აკრძალვა კარგ შედეგს არ გამოიღებს. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ბნელ მხარეს გადავა. თეორიულად არსებობს საუბარი ნადირობის აკრძალვაზე, თუმცა პრაქტიკაში ეს ვერ განხორციელდა”, – აცხადებს ზურა გურიელიძე.