“ნადირობიდან მისი ძაღლი და ცხენი დაბრუნდნენ” – რაჭაში 24 წლის ბიჭს ეძებენ

რაჭაში, მეათე დღეა, 24 წლის ბიჭს, ნიკა ჯელაძეს ეძებენ.
როგორც დაკარგულის მეგობარი სოციალურ ქსელში წერს, ნიკა სანადიროდ წავიდა და უკვე მეათე დღეა, არ დაბრუნებილა.
მეგობრის თქმით, სახლში ცხენი და ძაღლი ნიუკუშას გარეშე მესამე დღეს დაბრუნდნენ.
“მე­გობ­რე­ბო იშ­ვი­ა­თად გთხოვთ რა­მეს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად, ყვე­ლა თქვენ­­გან­თან ერთი თხოვ­ნა მაქვს: გთხოვთ, ყვე­ლამ გა­ა­ზი­ა­რეთ, რომ ეს ამ­ბა­ვი მთავ­რო­ბამ­დე მი­ვი­დეს, რათა ყვე­ლა­ნა­ი­რი ძალა გა­მო­ი­ყე­ნონ იმის­თვის, რომ ნი­კუ­შა იპო­ვონ.
ჩვე­ნი ძმა და მე­გო­ბა­რი რა­ჭა­ში ნა­დი­რო­ბი­სას და­ი­კარ­გა და 9 დღეა, არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მისი ძაღ­ლი და ცხე­ნი სახ­ლში მე­სა­მე დღეს თა­ვი­სით დაბ­რუნ­დნენ, მაგ­რამ ნი­კუ­შას გა­რე­შე”, – წერს და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის მეგობარი.
დაკარგულ ნიკა ჯელაძეს გასულ წელს დედა გარდაეცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები