„ნაბიჭვარი გამიგია, მაგრამ ასეთი – არა!“ – ყოფილი საცოლე ლევან ჯიბღაშვილს მიმართავს

სკანდალური წყვილის, ლევან ჯიბღაშვილისა და ნინიკო ნაცარიშვილის დაშორების შემდეგ, უკვე ყოფილი საცოლე მსახიობისა და ბიზნესმენის მიმართ სოციალურ ქსელში მორიგ სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს. „ნაბიჭვარი გამიგია, მაგრამ ასეთი – არა!“ – ამ სიტყვებით მიმართავს ნინიკო ნაცარიშვილი ლევან ჯიბღაშვილს და აქვე დასძენს, რომ მას საზოგადოების აზრი ნაკლებად აინტერესებს.
„ჰმმ.. ნაბიჭვარი გამიგია, მაგრამ ასეთი – არა! მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა მსგავსი შეტყობინებისგან, თუმცა სხვა გზას არ მიტოვებს ადამიანი, რომელიც “ოქროში ამოვლებული ქაღალდის ნაგლეჯით” აცნობს თავს საზოგადოებას! ნაკლებად მაინტერესებს ე.წ საზოგადოების აზრი, ვინაიდან უკვე ყველანაირ ზღვარს და ნორმას გადაჭარბებულია არსებული ვითარება! შეგიძლიათ უსასრულოდ ილაპარაკოთ, ახალი ამბები შეთხზათ, ცხოვრება გაიხალისოთ (ვისაც თავისი არ გააჩნია). მალე, ძალიან მალე, ყოველი თქვენგანის ინტერესი დაკმაყოფილდება. მადლობა ყველას – უცნობს თუ ნაცნობს, მეგობარს თუ ახლობელს იმისთვის, რომ მიუხედავად რთული მდგომარეობისა, გვერდში მიდგანან და მამხნევებენ! დრონი მეფობენ და არა მეფენი ! “- წერს ნინიკო ნაცარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


კომენტარები

სხვა სიახლეები