”ნაადრევი ფრინველის” მსახიობმა, ჯან იამანმა გადაღებებისას გამვლელს სცემა

თურქული სერიალის – ”ნაადრევი ფრინველის” მსახიობი, ჯან იამანი სკანდალში გაეხვა.
სერიალის გადაღებების დროს, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობდა, თვითმხილველმა დაინახა, როგორ მივარდა ერთ-ერთ გამვლელს მსახიობი. გაბრაზების მიზეზი გახდა ის, რომ გამვლელმა ჩაილაპარაკა: “და, საერთოდ, რას ნახულობენ ადამიანები ამ ჯანსა და დემეტში?“.
ჯანმა გამვლელს ფოტოაპარატი წაგლიჯა და მოისროლა. სამწუხაროდ, ის ერთ-ერთი მასობრივი სცენის მსახიობს მოხვდა თავში. დაზარალებული სასწრაფოდ მოათავსეს საავადმყოფოში.

კომენტარები

სხვა სიახლეები