მხოლოდ 3 კითხვაზე პასუხის გაცემით თქვენს თავზე ბევრ რამეს შეიტყობთ! – ეს უჩვეულო ტესტი საოცარ შედეგებს იძლევა

​ეს უჩვეულო ტიბეტური ტესტი საოცარ შედეგებს იძლევა. საჭიროა მხოლოდ 3 კითხვას უპასუხოთ. უპასუხეთ გულწრფელად კითხვებს და ნუ ეცდებით პასუხებში ჩახედვას, თორემ ტესტი თავის აზრს დაკარგავს. მოიმზადეთ ფანქარი და ფურცელი პასუხების ჩასაწერად. ტესტის დასრულებისას, თქვენ საკუთარ თავზე ძალიან საინტერესო რამეს გაიგებთ. არ ღირს პასუხზე დიდხანს ფიქრი, დაიმახსოვრეთ, რომ საუკეთესო პასუხი ის არის, რაც თავში პირველად მოგივათ.
კითხვები:
1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინაშე 5 ცხოველია. დაალაგეთ ისინი იმ თანამიმდევრობით, როგორც თქვენ მოგწონთ: ძროხა, ვეფხვი, ცხვარი, ცხენი, ღორი.

2.თითო სიტყვით აღწერეთ ქვემოთ მოცემული სიტყვები ისე, რა ასოციაციაც გიჩნდებათ მათი წარმოთქმისას: ძაღლი-… კატა-… ვირთხა-… ყავა-… ზღვა-…

3. იფიქრეთ თქვენთვის კარგად ნაცნობ 5 ადამიანზე, რომელებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თქვენს ცხოვრებაში. თითოეულ მათგანს შეუსაბამეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ფერები: ყვითელი-… ნარინჯისფერი – … წითელი – … თეთრი – … მწვანე- …

მაშ ასე, ტესტი გავლილია. ახლა კი იხილეთ ტესტის პასუხები:

1. პირველი კითხვის პასუხები განსაზღვრავს თქვენ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს თუ რას ანიჭებთ უპირატესობას ცხოვრებაში: ძროხა-კარიერა; ვეფხვი-თავმოყვარეობის გრძნობა; ცხვარი-სიყვარული; ცხენი-ოჯახი; ღორი-ფული.

2.მეორე კითხვაზე პასუხით თქვენ გაიგებთ, თუ როგორ ხედავთ ქვეცნობიერად თქვენს მომავალ ცხოვრებას : თქვენი ასოციაცია ძაღლთან ეს თქვენი საკუთარი პიროვნებაა; ასოციაცია კატასთან თქვენი პარტნიორი იგულისხმება; ასოციაცია ვირთხასთან-თქვენი მტერი; ასოციაცია ყავასთან-თქვენი დამოკიდებულება სექსთან; ასოციაცია ზღვასთან-თქვენი საკუთარი ცხოვრება.

3.ფერები, რომლებიც შეუსაბამეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს: ყვითელი-ადამიანი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ და რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა; ნარინჯისფერი-თქვენი საუკეთესო მეგობარი; წითელი-ადამიანი, რომელიც გულწრფელად გიყვართ; თეთრი-თქვენი მონათესავე სული; მწვანე-ადამიანი, რომელზეც მოგონებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

წყარო:http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები