„მხოლოდ საქართველოში თუ ნახავ მორწმუნე, რელიგიურ მეძავებს… მდიდარ მღვდელს, მშიერ მრევლს“

მსახიობი სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.
“მხოლოდ საქართველოში თუ ნახავ მორწმუნე, რელიგიურ მეძავებს. მდიდარ მღვდელს, მშიერ მრევლს. დღისით ნისიად გაცემულ პროდუქტებს, ღამით სცენაზე რობი ვილიამსს. კაი ბიჭის დებს. გაკერილ საქალწულე აპკებს. შარდით შევსებულ ბიუჯეტს.
ემიგრანტი დედების ხარჯზე მცხოვრებ შვილებს. ღამის კლუბებში არასრულწლოვანებს. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს. ზღვაში მოცურავე ხეს.
ფარულად გადაღებულ სექსებს. სექსუალური ძალადობით შევიწროებულ თანამშრომლებს. ჯიპების ჯოგს ფეხით სავალ ბილიკზე. ლიმონის და ყვავილების გამყიდველ მშიერ მოხუცებს.
ცარიელ სოფლებს. მშობლების შიშით დაკომპლექსებულ თაობებს და აღარ
გავაგრძელებ. არ განვიკითხავ, არც სარკაზმით ვამბობ, არც ვატ…ებ…
უბრალოდ მართლა არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ ამას ადრე ჩემს დღიურში ჩავწერდი. ახლა აიფონით ვწერ და თქვენ გიზიარებთ ჩემს აზრს.
ჰოდა, მინდა, ტექსტი შეიცვალოს და არა მხოლოდ ტექნიკა.. ჰოდა, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი და ნუ ველოდებით სხვას. გოდო არ მოვა არა”, – წერს სოფია.

კომენტარები

სხვა სიახლეები