მხატვარი, რომლის ნამუშევრები შეიძლება ფოტოსურათებში აგერიოთ

კეი მიენო იაპონელი მხატვარია, რომელიც ჰიროსიმაში დაიბადა. ის პროფესიონალურად, უკვე ათ წელზე მეტია, ხატავს. 33 წლის მხატვარი ჰიპერრეალიზმის სტილით არის გატაცებული და თავისი არაჩვეულებრივი ნამუშევრებისთვის, ძირითადად, ზეთის საღებავებს იყენებს.
ერთხელ კეიმ „ტვიტერზე“ გააზიარა ნახატი, სადაც გამოსახული იყო ქალი, რომელიც მდინარეში წევს. ბევრი მისი გამომწერისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ ეს არა ფოტოსურათი, არამედ ზეთში შესრულებული ნახატი იყო. ნამუშევრის დეტალები და ტექსტურა იმდენად რეალისტურია, რომ მარტივად შეიძლება ის ფოტო ხელოვნების ნიმუშში აგერიოთ. აღნიშნულმა პოსტმა კი, 46 ათასი მოწონება და 130 ათასზე მეტი გაზიარება დაიმსახურა. ჩვენი საიტის მკითხველს ვთავაზობთ ნამუშევრებს, რომლითაც იაპონელი კეი მიენო ასე აღაფრთოვანებს მნახველებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები