საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა იმაზე მეტად მიმზიდველი იყოს, ვიდრე ბევრი ჩვენგანი ფიქრობს. იქნება ეს მეტრო თუ ავტობუსი – ჩვენს გარშემო არიან ძალიან საინტერესო, ხანდახან უცნაური უცნობებიც, რომლებსაც ჩვეულებრივი ცხოვრების წესი აქვთ, ისეთივე, როგორიც ჩვენ. ტრანსპორტში ჩვეულებრივ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ტელეფონებზე ან ელექტრონულ წიგნებზე, რათა გავექცეთ რაიმე კონტაქტს საზოგადოებასთან.
მხატვარი მეთიუ გრაბელსკი მგზავრობას ხელოვნებად აქცევს, თავისი ფოტოებით, რომლებსაც – „მგზავრები“ ჰქვია.
ხელოვანი ქმნის რეალურ და ამავდროულად სურეალისტურ ფოტოებს, რათა აიძულოს ხალხი მოწყდნენ თავიანთ სმარტფონებს და მიმოიხედონ. შენ ხომ არ იცი ამა თუ იმ მომეტში რა მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტის მომსწრე შესაძლოა გახდე?
სხვა სიახლეები