მწვანე სალათი – რეცეპტი რესტორან „ვაინშტეფანისგან“

შემადგენლობა: სალათის ფოთლების მიქსი  150 გრ; ავოკადო 60 გრ; კიტრი 70გრ; მწვანე ბულგარული 60გრ; ზეთის ხილი მწვანე ან შავი 30გრ; ლიმონის წვენი 45გრ; მწვანე ვაშლი 45გრ; ზეითუნის ზეთი 10გრ; მწვანე ხახვი და კამა.

მომზადების წესი:

სალათის ფოთლები  გავრეცხოთ და ჩავყაროთ ჯამში. ცალკე დავჭრათ გრძლად ავოკადო, ბულგარული წიწაკა და ესეც ჯამში ჩავყაროთ. დავუმატოთ გაფცქვნილი და დაჭრილი კიტრი, ასევე  წვრილად დაჭრილი მწვანილი და ზეთისხილი. ბოლოს დავასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი, ავურიოთ და გადმოვიღოთ თეფშზე. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ვაშლი.

რესტორანი „ვაინშტეფანი“ – ალ. ყაზბეგის #27

 

კომენტარები

სხვა სიახლეები