მწვანე კატა ვარნას ღირსშესანიშნაობად იქცა

ვარნაში ზურმუხტისფერი კატა გამოჩნდა, რომელიც მალე ქალაქის ერთ–ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად გადაიქცა. ამ ინფორმაციას „The Telegraph”-ი ავრცელებს.კატას ბულგარულ საკურორტო ქალაქში ჩასული ტურისტები დიდი ინტერესით ათვალიერებენ და ფოტოებს უღებენ. მისმა შეფერილობამ ყველა მოქალაქის ყურადღება მიიქცია და ის ხულიგნების ბოროტ ხუმრობად მიიჩნიეს. ბულგარულ ინტერნეტ–საშუალებებში მოწოდებებიც გავრცელდა, სადაც კატის შეღებვაში დამნაშავე პირების მოძებნას და დასჯას ითხოვდნენ. თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, ყველაფერში დამნაშავე თავად კატა აღმოჩნდა. საქმე ის გახლავთ, რომ კატა ვარნას „წითელ მოედნად“ წოდებული რაიონში, საღებავების ერთ–ერთი საწყობის ტერიტორიაზე ცხოვრობს. როგორც ჩანს, სწორედ იქ მოახერხა კატამ ამ უცნაური შეფერილობის მიღება.

კომენტარები

სხვა სიახლეები