მწვანე ვაშლი, თავისი წითელი მოძმეებისაგან განსხვავებით, გაცილებით ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მის შემადგენლობაშია: B და C ჯგუფის ვიტამინები; მიკროელემენტები. ერთი მწვანე ვაშლის კურკები იოდის დღე-ღამურ ნორმას შეიცავს. აქვე გვხვდება ვიტამინი B17, რომელიც კიბოს უჯრედებს ებრძვის.
გიამბობთ მწვანე ვაშლის 10 უპირატესობაზე, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
1. შეიცავს საკვებ ბოჭკოებს
მწვანე ვაშლი დიეტურ ბოჭკოებს შეიცავს, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
2. ამცირებს კიბოსა და დიაბეტით დაავადების რისკს
მწვანე ვაშლი ამცირებს სქელი და სწორი ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს. მისი შემცველი ნივთიერებები შეიწოვს ჭარბ ნაღველს და ეხმარება ორგანიზმს შაქრის რაოდენობის რეგულირებაში.
3. ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობას
ვაშლი შეიცავს პექტინს, რომელიც ორგანიზმიდან ჭარბ ქოლესტერინს გამოდევნის. ასე რომ, მწვანე ვაშლი დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და სასურველი წონის შენარჩუნებაში.
4. აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს
მწვანე ვაშლი შეიცავს ორგანულ მჟავებს, როგორებიცაა ვაშლის, ღვინის, ბორისა და ლიმონის მჟავები. მათი წყალობით ეს ხილი ააქტიურებს კუჭის წვენსა და ნაღველს.
5. არეგულირებს სისხლის წნევას
მწვანე ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და კალიუმს – ეს ორი მინერალი აუცილებელია სისხლის წნევის რეგულირებისთვის. ჰიპერტონიკებისათვის რეკომენდებულია მომჟავო-მოტკო ვაშლის ყოველდღიური დოზის მიღება. სასარგებლოა მწვანე ვაშლის წვენიც ჭამამდე 40 წთ-ით ადრე.
6. შეიცავს ანტიოქსიდანტებს
მწვანე ვაშლი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, როგორებიცაა ფლავონოიდები და პოლიფენოლები. სწორედ ეს ნივთიერებები გვიცავს კიბოსაგან.
7. გვეხმარება მადის კონტროლირებაში
მწვანე ვაშლი დაგანაყრებთ და ხელმეორედ ჭამას თავიდან აირიდებთ.
8. ასტიმულირებს სასიცოცხლო ძალების მოზღვავებას
მწვანე ვაშლი ნახშირწყლებს შეიცავს და აქტიური ცხოვრებით დაკავებულთათვის ძალიან სასარგებლოა. ენერგიის დიდი მუხტით აგავსებთ.
9. წმენდს კანს
ვაშლს ოდითგანვე იყენებენ კანის მოვლის საშუალებად. ხილი ხასიათდება ანტისეპტიკური, გამათეთრებელი და დამატენიანებელი თვისებებით. გამოიყენება ცელულიტისა და ნაოჭების წინააღმდეგაც. მწვანე ვაშლი, წითელთან შედარებით, ნაკლებ შაქარს შეიცავს და თქვენი თეთრი და ჯანმრთელი კბილებისთვის მეტად სასარგებლოა.
10. დაბოლოს, უბრალოდ, ძალიან გემრიელია
იშვიათია ადამიანი, რომელსაც მწვანე ვაშლი არ უყვარს. ვაშლი შეიძლება, მიირთვათ როგორც ცოცხლად, ასევე წვენის სახით.
წყარო: http://galanews.ge