ჩინეთის ქალაქ ჩჟუჰაის სათვალთვალო კამერებმა შოკისმომგვრელი მომენტი დააფიქსირეს.
უეცრად ჰიდრავლიკურ ამწეს ისარი მოწყდა და შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის შესაბამისად გაჩერებულ მანქანას დაეცა.
პირველივე კადრებიდან შთაბეჭდილება რჩება, რომ ავტომანქანის მძღოლი ან დაღუპული ან მძიმედ დაშავებული იქნებოდა.
თუმცა, რამდენიმე წამში, მამაკაცმა დამოუკიდებლად ამოძრომა მოახერხა და როგორც აღმოჩნდა, მისი დაზიანებები მხოლოდ წვივის მსუბუქი დაჭიმვით შემოიფარგლა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=bHUrKA_xt40&feature=youtu.be[/youtube]