მძღოლი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააკავეს, ამტკიცებს, რომ კორონავირუსს გაურბოდა

უცნაური შემთხვევა ლონდონში – ავტომაგისტრალ M-25–ზე დააკავეს მძღოლი, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით, 210 კმ–სთ–ზე მეტით გადაადგილდებოდა, რაც დაშვებულზე ორჯერ მეტია.

დაკავებულმა საქციელი ახალი კორონავირუსის მიმართ უდიდესი შიშით ახსნა, მან ძალიან სერიოზულად აღნიშნა, რომ პანდემიას გაურბოდა:

 „მეგონა, რაც უფრო სწრაფად ვივლიდი, კორონავირუსით დაავადების შანსი უფრო ნაკლები იქნებოდა“.

კანონდამრღვევი მძღოლი დააპატიმრეს და მას წინ სასამართლო ელოდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები