მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი, მოდელი ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში გრიგოლეთში თავს გადამხდარ უსიამოვნო ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, დასასვენებლად ჩასულები, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, პირწმინდად გაქურდეს.
„წელს ჩემს დაქალთან, მის შვილთან – ჩემს ნათლულთან და ჩემს შვილთან ერთად დავისვენე გრიგოლეთში. ეს ზაფხული არასოდეს დამავიწყდება. დროის გატარების რა გითხრათ, მაგრამ ზუსტად ხუთი დღის ჩასულები ვიყავით, რომ გაგვქურდეს. ყველაფერი წაიღეს, ტელეფონიდან და აიპადიდან დაწყებული, ტანსაცმლით, სათვალით, საათით და სხვა აქსესუარებით დამთავრებული. ჩანთაში ბევრი რამ მედო, ამოლაგებული არ მქონდა და ახლაც არ ვიცი, კიდევ რა წაიღეს. ღამით შემოვიდნენ, გვეძინა და ვერაფერი გავიგეთ. პოლიციაც ჩავრიეთ, გამომძიებლებიც მოვიდნენ, მაგრამ ჯერ ვერაფერი გაარკვიეს. ვამბობდით, რა არის, თვალი ხომ არ გვეცაო. ნამდვილად ასეა – თვალი გვეცა! ოჯახის წევრებისთვის არც კი მითქვამს კარგა ხანს. რომ გაიგეს, გაგიჟდნენ, შოკში ჩავარდნენ. თუმცა, გაქურდვის მიუხედავად კარგად დასვენება მაინც მოვახერხეთ“, – აღნიშნა ლენუკა ყიფშიძემ.
სხვა სიახლეები