მძიმე ავარიის შემდეგ მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდა(ფოტო)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე მძიმე ავარიის შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა.
„გამოცხადდა სამსახურში“, – წერენ თანამშრომლები და ფოტოს აქვეყნებენ.
მინისტრის მოადგილე ავარიაში 17 ნოემბერს მოყვა. მას 12 ნეკნი ჰქონდა მოტეხილი. შემთხვევა თბილისი-კახეთის გზაზე მოხდა. მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იმყოფებოდა. ის ხეს შეეჯახა.
მან მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაიტარა და სამსახურში დღეს პირველად გამოცხადდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები