მძარცველებს, რომლებმაც კედელი გაანგრიეს, სიურპრიზი დახვდათ

დიდი ბრიტანეთის ქალაქ როსენდეილში უჩვეულო ძარცვა მოხდა. ქურდები ორი ბანკომატის გაძარცვას გეგმავდნენ, ამის გამო, შენობის კედელი გაანგრიეს, მაგრამ როდესაც შენობაში შევიდნენ, იქ სიურპრიზი დახვდათ: ფულით სავსე ტომრის ნაცვლად, მათ მხოლოდ 20 ფუნტის წაღება შეძლეს.
საქმე ისაა, რომ ზედმეტად „იღბლიანმა და გონიერმა“ მძარცველებმა კედლის ის ნაწილი კი არ გაანგრიეს, სადაც მათ ბანკომატები ელოდათ, არამედ გვერდით მდებარე სადაზღვევო აგენტების ოფისის კედელი. როცა მიხვდნენ, რომ დასაკარგი აღარაფერი იყო, ეს ოფისი გაძარცვეს, თუმცა 20 ფუნტის გარდა, ვერაფრის წაღება შეძლეს.
„როდესაც დილით ოფისში მივედი, პირი დავაღე – კედელში დიდი ღრმული იყო ამოჭრილი, მთელი ოფისი გადატრიალებული იყო. გასაგებია, რომ ბანკში უნდოდათ შეღწევა, რომლისგანაც ჩვენ ერთი კედელი გვყოფს, მაგრამ ჩვენთან რატომ აღმოჩნდნენ, ეს ვერ გავიგე“, – ამბობს ოფისის თანამშრომელი.
მისივე თქმით, მძარცველებმა ოფისს 10 ათას ფუნტამდე ზარალი მიაყენეს და ახლა ოფისს მოუწევს ამ თანხის გადახდა. თუმცა ოფისის თანამშრომელი ბედნიერია, რომ, ქურდებმა კლიენტების შესახებ ინფორმაციის ძებნა არ დაიწყეს, ან თან ძვირადღირებული ტექნიკა არ გაიყოლეს თან.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები