მცხეთაში დაკარგული ლაბრადორის ჯიშის ძაღლი თბილისში, მუხიანის დასახლებაში აღმოჩნდა. ძაღლი სამი წლის წინ დაიკარგა.
ამის შესახებ ფეისბუქში მოქალაქე ქეთი ჭალისური წერს, რომელმაც რესტორანს მიკედლებული ძაღლის ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.
“სასიხარულო ამბავი მინდა გახაროთ მეგობრებო… ყველას დიდი მადლობა, ვინც იმ დღეს ჩემი ლაივი გააზიარა. ჩემს ბუბუსას ნამდვილი პატრონი გამოუჩნდა… 5 წლამდე ბუბუსა მცხეთაში ერთ არაჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობდა, სადაც ერთი მეზობლის ეზოში იპარებოდა და აწუხებდა თურმე ამ პატივცემულს… ხოოდა ერთ დღესაც ბუბუსა გაქრა… პატრონი წლების განმალობაში ეძებდა თავის ძაღლს და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იპოვა… იმ დამპალ მეზობელს, რომელმაც ძაღლი მცხეთიდან მოიპარა და თბილისში დააგდო! მინდა ვუთხრა რომ, არც სიკეთე იკარგება და არც ბოროტება… ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაგეხდება შენი საქციელისთვის”, – წერს “ფეისბუქში” ქეთი ჭალისური.
ძაღლის ნამდვილი სახელი “ჩიო” აღმოჩნდა, პატრონი მცხეთაში მცხოვრები – ეკატერინე მაღალაშვილია.
სხვა სიახლეები