ტაივანელი ქალბატონი ჯიჯი ვუ, ცნობილი, როგორც “მცოცავი ბიკინი” ტრაგიკულად დაიღუპა. ქალმა სახელი ფოტოებით გაითქვა, იგი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ექსტრემალურ ადგილებში, მათ შორის მთების მწვერვალებზე პოზირებდა.
ტაივანის ეროვნულ პარკში 25-დღიანი ლაშქრობისას ქალი მთიდან ხრამში გადავარდა. დაცემისას მოასწრო მეგობრისთვის დარეკვა, თუმცა სამაშველო ვერტმფრენმა ამინდის გაუარესების გამო 28 საათის შემდეგ მოახერხა ადგილზე მისვლა.
36 წლის ბლოგერი და ალპინისტი ჯიჯი ვუ მიღებული ტრამვებისა და ძლიერი ყინვის გამო, მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.
მოამზადა სოფიო რატიშვილმა.