“მშობლები არ მყავს, ნაქირავებში ვცხოვრობ და მარტოხელა დედა ვარ” – ვინ არის “ჩცდ”-ს ახალი პერსონაჟი

სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ მაყურებელს ბოლო დროს ახალ-ახალი პერსონაჟებით ახარებს. რამდენიმე სერიის წინ, „ჩცდ“-ში ძალადობის მსხვერპლი გოგონა გამოჩნდა, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ვინ არის ნინა გოცირიძის ვირტუალური მეგობარი, რეალურ ცხოვრებაში ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ჩვენი რესპოდენტი ნინია ბარიშვილია.

– რამდენიმე წელია „ფორმულა კრეატივში“ ვმუშაობ. პროფესიით მსახიობი არ ვარ, მედდა გახლავართ, მაგრამ მსახიობობა მუდმივად მომწონდა. მეც იგივენაირი ისტორია მაქვს, როგორიც ჩემს პერსონაჟს, მეც მომიტაცეს და უსიყვარულოდ გავთხოვდი. როცა სცენარი წავიკითხე, გიორგი ლიფონავას ვუთხარი: ჩემზე დაწერეს სცენარი-მეთქი?
გავიარე კასტინგი და ასე მოვხვდი სერიალში. ძალიან ვნერვიულობდი, პირველ რიგში მინდოდა სცენარისტს მოსწონებოდა ჩემს მიერ შესრულებული როლი, როგორც მითხრეს, მოეწონა და მიხარია.

– როგორ მოხვდი „ფორმულა კრეატივში“?
– ირაკლი საღინაძესთან, გიორგი ლიფონავასთან და სტაფის სხვა წევრებთან ვმეგობრობ. როცა შვილი გავაჩინე, ვერსად ვერ დავიწყე მუშაობა, დეპრესიაც დამეწყო, მინდოდა სამსახური მქონოდა. ერთ საღამოს ირაკლი საღინაძეს მივწერე, თქვენთან იქნებ რამე ვაკანსია გამოჩნდეს, მზად ვარ დამლაგებლადაც ვიმუშაო-მეთქი და ზუსტად მეორე დღეს ამიყვანეს კლაპერად. დღემდე ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ.

– როგორც ვიცი, მარტოხელა დედა ხარ…
– ასეა. პატარა შვილი მყავს, რომელსაც მარტო ვზრდი. ჩემი შვილიც თამაშობს სერიალში, კატოს შვილის როლი აქვს. არ მაქვს სახლი, არც დედა მყავს, არც მამა და მარტოხელა დედა ვარ, მაგრამ ეს არ მაშინებს. ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოვუწოდებ, ნუ გეშინიათ. დაძაბულ ურთიერთობას და მუდმივ ჩხუბს ოჯახში, ჯობია დამოუკიდებლად იცხოვრო.

– რამდენი წელია რაც მარტო ცხოვრობთ?
– 17 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ. მაგრამ გამიმართლა, კარგი ნათესავები მყავს და კარგ წრეში მოვხვდი.

– რა ასაკში გარდაიცვალნენ თქვენი მშობლები?
– 5 წლის ვიყავი როცა დედა გარდაიცვალა. მამა რუსეთში წავიდა სამუშაოდ. დეიდები მზრდიდნენ, შემდეგ მომიტაცეს, მამა საქართველოში დაბრუნდა, ცეროზი ჰქონდა, ერთი წელი ჩემთან იყო, იმკურნალა და ისევ მოსკოვში დაბრუნდა. ორ წელიწადში გარდაიცვალა, მოგვიანებით გავიგე მისი გარდაცვალება, არც კი ვიცი მამის საფლავი სად არის, მამაშვილური ურთიერთობა არც გვქონია, უბრალოდ ვიცოდი, რომ მამა იყო.

– წაიკითხეთ ხალხის შეფასებები თქვენს პერსონაჟზე?
– ვერ წავიკითხე. ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, ამიტომ მირჩევნია არ წავიკითხო.

წყარო:reitingi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები