როგორ გავზარდოთ ბავშვი ისე, რომ მას ბავშვობიდანვე სწორი დამოკიდებულება ჩანოუყალიბდეს კვების მიმართ და რა არ უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ საკვები ბავშვის კვებითი აშლილობის მიზეზი არ გახდეს.
რა არის კვებითი აშლილობა?
ამ დიაგნოზში მოიაზრება დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს საკვების პათოლოგიური მიღება. მთავარი მიზეზი არის ფსიქიკური პათოლოგია, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვიოს: სტრესმა, ფსიქოლოგიურმა ტრავმამ, თანამედროვე საზოგადოების მიერ დაწესებუა სილამაზის სტანდარტებმა.
მშობლების შეცდომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში კვებითი აშლილობის განვითარება:
1. დაძალება
ეს არის მშობლების ყველაზე გავრცელებული ჩვევა. ბავშვმა უკვე შეჭამა, ან არ სურს კერძის გასინჯვა, მაგრამ მშობლები აიძულებენ მეტი შეჭამოს და ეხვეწებიან: „ერთი კოვზი მამას ხათრით, კოვზი დედას ხათრით“. მაგრამ ბავშვები ინტუიციურად გრძნობენ, რამდენის უნდა შეჭამონ.
2. ზედმეტი კვება
მშობლებს ეჩვენებათ, რომ მათი შვილი ძალიან ცოტას ჭამს, ცუდი მადა აქვს, წონაში არ იმატებს, ძალიან გამხდარია. და არწმუნებენ, აიძულებენ, აჭმევენ. ან ბავშვობიდანვე უნერგავენ საკვებით განებივრების ჩვევას, მაგალითად, კარგი საქციელისთვის კანფეტი, ან რაიმეს წახალისება საკვებით.
3. შეზღუდვა პროდუქტებში
ან საპირისპირო სიტუაცია – ბავშვს მკაცრ შეზღუდვებს უწესებენ და ძალდატანებით უყალიბებენ სწორი კვების (რაც მშობლებს ჰგონიათ სწორი) კულტურა. მაგალითად, არ აჭმევენ ტკბილეულს, ცომეულს. შემწვარ-მოხრაკულის ნაცვლად ორთქლზე მოთუშულ ბოსტნეულს. მოხარშული ბოსტნეული სასარგებლოა, მაგრამ თუ ბავშვს ყველანაირად დაბალანსებული გემოები სჭირდება, გამუდმებით “დიეტაზე” ყოფნა ბავშვის ფსიქიკისთვის დიდი ტვირთია.
4. გარეგნობის გამო შენიშვნების მიცემა
თუ ბავშვი ჭარბად ჭამს და შესამჩნევად იმატებს წონაში, საჭიროა მასთან საუბარი, მაგრამ მეგობრული ტონით, დაშინებისა და სიმკაცრის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ საპირისპირო ეფექტს – ბავშვი, განსაკუთრებით გოგონები, იწყებენ წონის დაკლებას და შეუძლიათ ანორექსიაამდე მიიყვანონ საკუთარი სხეული. თუ მშობლებმა არ იციან როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში, ჯობის ფსიქოლოგს მიმარტონ და ყველაფერი ინერციით არ მიუშვან.
წყარო: https://mshoblebi.ge