მშობიარობის მთავარი საიდუმლო აღმოჩენილია

მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 40 კვირის ორსული ქალის ორგანიზმში აღმოაჩინეს სპეციფიური ცილა, რომელიც მათი აზრით, მშობიარობის დაწყების გამშვები წერტილია. ეს ცილა ორგანიზმში გამოიყოფა, რათა საშვილოსნოს შევიწროების ბრძანება მისცეს. ამგვარად, მეცნიერებამ მიიღო პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდ ხანია აწუხებდა – კონკრეტულად რომელი ბიოლოგიური

მექანიზმი იწვევდა მშობიარობას ფეხმძიმობის 40 კვირის თავზე.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჯერ არ იციან, როგორ მუშაობს ეს ”ტაიმერი” და მის მიხედვით, როგორ შეიძლება მშობიარობის ზუსტი თარიღის გარკვევა. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ როდესაც შესაფერისი დრო დგება, ორგანიზმი ამ ცილას გამოყოფს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა საფუძველი დაუდოს ჭარბწონიანი ქალების მშობიარობის სტიმულაციას და აგრეთვე ვადაზე ადრე მშობიარობის აღკვეთას.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები