დიზაინერმა დემნა გვასალიამ Balenciaga 2020-ის ახალი კოლექციის ჩვენების დასრულების შემდეგ vogue.com–ს ინტერვიუ მისცა:
“მე მოვდივარ ქვეყნიდან, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტი იყო. ეკლესიაში ლოცვისთვის ყოველ შაბათს დავდიოდი. მახსოვს, როგორ ვუყურებდი მღვდლებსა და ბერებს, რომლებსაც ეს გრძელი მანტიები ეცვათ და ვფიქრობდი – „რა ლამაზია“.
მათ ევროპაშიც ვხედავ – წვერით, შეკრული თმითა და ჩანთებით. არ ვიცი, ეს ძალიან სექსუალურია ჩემთვის – ჩემი ფეტიშია. რელიგიური დრესკოდი სხეულის დაფარვას გულისხმობს, სხეულით შერცხვენას, სექსი ტაბუდადებულია მაშინ, როცა სიღრმისეულად თუ შეიხედავ, ზოგიერთი მათგანი ყველაზე გარყვნილი და ბინძური უკუღმართი ადამიანია“, – ამბობს vogue.com-თან ინტერვიუში დემნა გვასალია.